logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ყველა რაიონში უბნების დონეზე შევდივართ და ვცდილობთ, სკვერებს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ" - კახა კალაძე

"ყველა რაიონში უბნების დონეზე შევდივართ და ვცდილობთ, სკვერებს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ" - კახა კალაძე

1762933680

სკვერების რეაბილიტაცია ჩატარდა ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე აწარმოვა, სადაც ორი სკვერი და კომბინირებული სპორტული მოედანი განთავსდა.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა. სკვერებში განთავსდა შესაბამისი საპარკო ავეჯი, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, სრულად განახლდა სპორტული მოედანი, მოწესრიგდა კორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სივრცეები გამწვანდა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების მოწყობას. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საქალაქო მნიშვნელობის პარკებით. პირიქით, ყველა რაიონში უბნების დონეზეც შევდივართ და ვცდილობთ, პატარა სივრცეები, სკვერები გავამწვანოთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით