logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

2024 წელს, FMCG სექტორის შემოსავლები 6.8%-ით გაიზარდა და ₾22.7 მლრდ შეადგინა

2024 წელს, FMCG სექტორის შემოსავლები 6.8%-ით გაიზარდა და ₾22.7 მლრდ შეადგინა

1740546892

2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლები 6.8%-ით გაიზარდა და ₾22.7 მლრდ შეადგინა. აქედან, ბრენდული ქსელების წილი 40.4%-ია, რაც დინამიკაში მზარდია. ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება.

რეგიონებში ქსელური მაღაზიების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, თუმცა ერთ მაღაზიაზე საშუალო შემოსავალი თბილისთან შედარებით ნაკლებია. აღნიშნული მოსახლეობის ნაკლები მსყიდველუნარიანობით, განსხვავებული ქცევით და არაფორმალური ფორმატებით აიხსნება. ბრენდული ქსელების შემოსავალები რეგიონებში წლიურად 23.6%-ით, ხოლო თბილისში 9.3%-ით გაიზარდა 2024 წელს. შედეგად, 2023-24 წლებში, რეგიონების წილი ბრენდული ქსელების შემოსავალში 41.1%-დან 42.2%-მდე გაიზარდა.

galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, თბილისში FMCG ბაზრის ზომამ ₾11.3 მლრდ (ჯამურის 49.9%) შეადგინა 2024 წელს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად ₾11.4 მლრდ-ს შეადგენს.

2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500- მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა. რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს). ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება.

"2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო
ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი. 
ამავე კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარი წლიურად  2025-28 წლებში საშუალოდ 8.0%-ით გაიზრდება. 


 

გამოგვყევით