logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

დუბაიში,24 ქართული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 მონაწილეობდა

დუბაიში,24 ქართული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 მონაწილეობდა

1740559740

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 24 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდესს საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 იყო წარმოდგენილი.

"გამოფენა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა. იგი საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა. GULFOOD ყოველწლიურად 5000-ზე მეტ მონაწილესა და 100 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაზე ვიზიტორების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.ქართული დელეგაცია ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: თხილი და თხილის პროდუქტები, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ხორცპროდუქტები და სხვა,"-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით