logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გასული კვირის ბოლოს, ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია" - "გორგია"

"გასული კვირის ბოლოს, ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია" - "გორგია"

1733746200

გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია - ამის შესახებ ინფორმაციას  ჰიპერმარკეტი „გორგია“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია,"-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჰიპერმარკეტ „გორგიაში“ განაცხადეს, რომ  მათ ყველა ფილიალში აირწინაღების მარაგი ამოეწურათ. რაც შეეხება სათვალეებს და ჩაფხუტებს, მათი მარაგი ზოგიერთ ფილიალში ჯერ კიდევ არის.

ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში "გორგიას" უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, გიორგი რომელაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კომპანიის საწყობში ათასობით პირბადე და სათვალეა, თუმცა კომპანია ამტკიცებდა, რომ აღნიშნული პროდუქცია დეფიციტში იყო. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელაშვილმა სამსახური დატოვა.

გამოგვყევით