"ჰუალინგის" სავაჭრო ცენტრში Beko-ს პირველი აუთლეტ მაღაზია გაიხსნა. როგორც კომპანიის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ხატია სოფრომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნულ მაღაზიაში მომხმარებლებს BEKO-ს პროდუქციის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, მაღაზია, დაახლოებით, 1 კვირის წინ გაიხსნა და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება უკვე არის.
"აღნიშნულ მაღაზიაში მომხმარებელი შეძლებს როგორც წვრილ და მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას, ასევე, ხელმისაწვდომია ტელევიზორები და კომპიუტერები. მომხმარებლის მხრიდან იყო მოთხოვნა და შესაბამისად, ამის გამო გავხსენით მსგავსი ტიპის ფილიალი. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული კონცეფციის 1 მაღაზია საკმარისია, თუმცა რა თქმა უნდა, სამომავლოდ ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად დავიგეგმებით", - აცხადებს ხატია სოფრომაძე.
ცნობისთვის, Beko ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ფილიალს, მათ შორის, 1 აუთლეტ მაღაზიას ფლობს და თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორებიც არის: „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრო მარტი“, „კონტაქტი“, „გრანდ ელექტრონიქსი“ და ასევე, 44–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.