logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თბილისში ახალაშენებული ბინების ფასი გაიზარდა - Colliers Georgia

თბილისში ახალაშენებული ბინების ფასი გაიზარდა - Colliers Georgia

1734426420

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 739 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბაზრის ზომა 20%-ით, 264 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული.

ნოემბერში ძველი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი, გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, 17% და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოგვყევით