logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, დავით ნარმანიას ორგანიზაცია "მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის" საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, დავით ნარმანიას ორგანიზაცია "მშვიდობის ელჩები - ქვეყნის მომავლისთვის" საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

1762947706

პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები- ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი,დავით ფაცაცია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი; ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას. რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

გამოგვყევით