logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

სემეკში GIPA-ს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

სემეკში GIPA-ს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

1765275513

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

საჯარო ლექციის ფორმატში, სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სემეკის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ.  გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ სატარიფო რეგულირების პრინციპებს,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მომსახურების ხარისხის სტანდარტებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს, დაათვალიერეს სემეკის შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელები.

„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA) ახორციელებს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა მოიცავს ისეთ სასწავლო მიმართულებებს, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა და ენერგიის მოხმარების მართვა. ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნის მართვის კურსი, მოიაზრებს სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას: ენერგიის მიწოდება-მოხმარების, განაწილებისა და განაწილების მართვისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ.

გამოგვყევით