logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"სოკარის" ინვესტიციების მოცულობა საქართველოში $2.1 მლრდ-ს აღწევს - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი

"სოკარის" ინვესტიციების მოცულობა საქართველოში $2.1 მლრდ-ს აღწევს - აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი

1763122694

„სოკარის“ ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2.1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის პრიორიტეტები და ახალი ურთიერთსასარგებლო პროექტების შემუშავება.

„„სოკარის“ ინვესტიცია საქართველოში, ჯამში, 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანამ 1.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო, ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტმა 372 მილიონი კვტ/სთ შეადგინა“, – განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.

1tv.ge 





მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს

გამოგვყევით