logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

1 კგ-იანი ოქროს სერტიფიკატის ფასი 7.7%-ით გაიზარდა

ოქროს ზოდებსა და სერტიფიკატებზე ფასი გაიზარდა. კვირის დასაწყისიდან 20გ -იანი ოქროს სერტიფიკატის ღირებულებამ 1.8%-ით, 4 232 ლარამდე მოიმატა.

მას შემდეგ რაც, სებ-მა 7ტ საინვესტიციო ოქროს შეძენაზე, პირველი მარტის გადაწყვეტილება გამოაცხადა, 1კგ -იანი ოქროს სერტიფიკატის ფასი 7.7%-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის (12 აპრილის მდგომარეობით) 1000გ -იანი 211 582 ღირს, 20გ -ის ფასი  4.232 ლარამდეა (8/04 - 207.800; 4 156).

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების ემისია სებ-მა 2023-ის 4 დეკემბერს დაიწყო.

გაყიდვაში იყო 100 ცალი მცირე ზომის (20გ) და 10 ერთეული კილოგრამიანი (1000 გ) ზოდი. 8 აპრილიდან კიდევ 3 ცალი 20 გ-იანი ზოდი გაიყიდა და ამ დროისთვის 19 სერტიფიკატია გაყიდული, მათ შორის ხუთი  1 000 გ -იანი.

საინვესტიციო ოქროს ჩართვით, სავალუტო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" დეტალურად ისაუბრა.

დავით უტიაშვილმა ცენტრალური ბანკების მიერ მატერიალური აქტივის შენახვის პრაქტიკა მოიხმო და აღნიშნა, რამდენად გამართლებულია ეს ინსტრუმენტი მაღალი ინფლაციის პირობებში.

მისი განმარტებით, ამ დროს ფინანსური აქტივის შემოსავლიანობა იკლებს და მატერიალურის იმატებს. და პირიქით იქცევა ბაზარი, როცა ინფლაცია მცირდება.

უტიაშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ წავიდა სებ-ი დივერსიფიკაციის გზით, რომ რეზერვები იყოს უფრო დაცული და სებ-მა მიიღოს დაგეგმილი უკუგება.

საგულისხმოა ოქროს ისტორიული ტრენდი. ის ყოველთვის მზარდია და პიკის გადავლის ფაზები არ აქვს. მხოლოდ გარკვეული ეპიზოდები იყო ოქროს ფასის მერყეობის. მატერიალური აქტივის მდგრადობის ისტორიული კონტექსტის გარდა, გლობალური ეკონომიკური პროცესებიც მიანიშნებს, რომ ფასი ხშირად იქნება პიკზე. 

ამ დროისთვის ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვების 89% ფინანსური აქტივებია, ოქრომ კი 11% დაიკავა. 

გამოგვყევით