logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საქართველოს საფონდო ბირჟა საკმაოდ მოძველებულია" - ვანო კიკვილაშვილი

"საქართველოს საფონდო ბირჟა საკმაოდ მოძველებულია" - ვანო კიკვილაშვილი

1763113740

„საქართველოს საფონდო ბირჟა საკმაოდ მოძველებულია. სისტემა უშუალოდ არის ძალიან ძველი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა ვანო კიკვილაშვილმა   განაცხადა.

მან გადაცემაში ვრცლად ისაუბრა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე.

„აქ შეგვიძლია ორი მიმართულება გამოვყოთ. მაგალითად, სასესხო ფასიანი ქაღალდების მიმართ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან კარგი ზრდა გვქონდა. წელსაც, მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 იქნება რეკორდული წელი და გავაუმჯობესებთ 2023 წლის შედეგს. ამ ჭრილში, როგორც პატარა ქვეყანას, ძალიან კარგი განვითარების ტემპი გვაქვს. თუმცა, ძალიან ბევრი წელია, ალბათ, ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოში აქციების გამოშვება არ მომხდარა, რაც ჩემი აზრით, უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი ლოგიკური განვითარება ქართული კაპიტალის ბაზრისთვის“, - განმარტა ვანო კიკვილაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით არის რამდენიმე სირთულე.

„პირველ რიგში, ეს არის ინფრასტრუქტურის არ არსებობა. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს საფონდო ბირჟა საკმაოდ მოძველებულია. ახლახან გაეშვა თბილისის საფონდო ბირჟა, თუმცა მასაც არ აქვს ონლაინ ვაჭრობის ფუნქციონალი, რაც 2025 წლის კაპიტალის ბაზრების კონტექსტში ძალიან რთული ფაქტორია“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მიმართულებით არის აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რადგან, როგორც კიკვილაშვილი ამბობს, მაგალითად, ამერიკის, ან ევროპის ნებისმიერ ბირჟაზე, ფასიანი ქაღალდების შეძენა დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად, დისტანციურად, ტელეფონითაც კი,  საქართველოში კი ამის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს.

გამოგვყევით