ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების 90 პროცენტზე მეტს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, USAID-ის თითქმის 5 800 კონტრაქტი შეწყდა, 500-ზე მეტი კი შენარჩუნებულია. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტის 9 100 გრანტიდან კიდევ 4 100 გაუქმდება.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გეგმავს უცხო სახელმწიფოებისთვის დახმარების შეჩერებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით.
CNN-ის შეფასებით, უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება არის დარტყმა არაკომერციული ორგანიზაციებისა და კონტრაქტორების მუშაობისთვის.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული კონტრაქტის მიმართ ინდივიდუალურად.
1tv.ge