2028 წლის 1 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი ვალდებულება შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილების მიხედვით, რომელსაც დღეს საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით.
შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად დასრულდება 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
კანონპროექტი სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების განმავლობაში, ცალკეული კლასებისა და საგნების მიხედვით.