logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრაზე 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება"

"მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრაზე 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება"

1781021400

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრაზე 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა "ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებებს.

ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.

კანონის პროექტით ზუსტდება მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები.

კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი, მათ შორის, მკაფიოდ განისაზღვრება იმ ნარგავების კატეგორიები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას ექვემდებარება და გამოირიცხება ის ნარგავები, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.

კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.

გამოგვყევით