logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა

1764679831

34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - ასეთი შედეგებით დასრულა ღვინის საერთაშორისო კონკურსი IWSC, რომელშიც წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობის 180-ზე მეტი კომპანიის 550 ღვინო, ჭაჭა, ბრენდი და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელები იყო წარმოდგენილი.

კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია - კომპეტენტური ჟიურიმ გამოავლინა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები და სპირტიანი სასმეები, თითოეულს შესაბამისი შეფასება და რეკომენდაცია მისცა. კონკურსზე დარეგისტრირებული 550 სასმეიდან მედალი 304 მათგანს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 32 ოქრო ქართველმა მწარმოებლებმა მიიღეს. ხოლო 2 ქრმხურ კმპანიას ერგ, 125 ვერცხლიდან 15 მედალი სომხეთის და 2 ვერცხი უზბეკურ  კომპანიებს ერგო, ხოლო 145 ბრინჯაოს მედლები ასე გადანაწილდა: 135  საქართველო, 7  სომხეთის  და 3 უზბეკეთის მეღვინეობებმა  მიიღეს.

საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების IWSC-ის კონკურსს პირველად უზბეკეთიც შეუერთდა. უზბეკურმა მეღვინეობებმა წელს პირველად მიიღეს მონაწილეობა IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia- ს კონკურსში.

აღსანიშნავია, IWSC საქართველოში რიგით მეოთხე კონკური წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში ჩაატარა, რამაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცათ შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაცნობოდნენ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.

ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად იყვნენ საერთაშორისო ჟიურის წევრები, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და კონსულტანტები. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივმა ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები და სპირტიანი სასმელები გამოავლინა.

წლევანდელ კონკურსზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ გამორჩეული პროფესიონალთა გუნდი. როგორებიც არიან: სანი ჰოჯი – ღვინის კონსულტანტი და ანტრეპრენერი. ცნობილია ღვინის ბიზნესის მართვაში თავისი ინოვაციური ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით. რებეკა პალმერი – ბრიტანეთის ყველაზე ძველი ღვინის სავაჭრო ქსელის Corney & Barrow Ltd- ის შესყიდვების დირექტორი. ადამ მიხოცკი – პოლონური Central Wines-ის ხელმძღვანელი და ახალი ბრენდების გულშემატკივარი, რომელიც ახალი იდეებითა და ინოვაციური მიდგომებით აძლიერებს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. ჯოანა ნერანცი- 5 Hertford Street-ის უფროსი სომელიე. 2025 წლის UK Sommelier of the Year-ის მეორე ადგილის მფლობელი. დეივიდ კერმოდი – ღვინის მწერალი. BBC-ის ყოფილი რედაქტორი, ამჟამად უძღვება პოპულარულ პოდკასტს ღვინისა და სპირტიანი სასმელების შესახებ. სალვატორე კასტანო – ევროპის საუკეთესო სომელიე და Friarwood-ის ღვინის უფროსი სომელიე და ბაიერი. ვილ ჰილი – Novel Wines-ის ღვინის შესყიდვების დირექტორი. ექსპერტი ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონების აღმოჩენაში, განსაკუთრებული ყურადღებით აღმოსავლეთ ევროპის უნიკალური პოტენციალის მიმართ.

ქართველ მსაჯებს შორის არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. პროფესორი, ენოლოგი მარიამ ხომასურიძე და უფროსი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი დარია ხოლოდილინა.

ჟიურის წევრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს, უკეთ გაეცნენ როგორც ქვევრის, ისე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებულ ნიმუშებს, შეაფასეს მათი უნიკალური ნიშან-თვისებები და ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. კონკურსის ფარგლებში იმერული ღვინის ასოციაციის მხარდაჭერით ჟიურის წევრებმა დააგემოვნეს იმერული ღვინოები, რომლებიც სხვადასხვა მეღვინეობების მიერ იყო წარმოდგენილი, შეისწავლეს მათი ნიშან-თვისებები და წარმოების ინდივიდუალური სტილი. კონკურსის ფარგლებში ჟიურის წევრებმა ასევე  შეაფასეს რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის მეღვინეობების მიერ წარმოდგენილი ღვინოები, გაეცნენ მათ უნიკალურ ნიშან-თვისებებს და თითოეული მეღვინეობის ინდივიდუალურ სტილს.

"უაღრესად ვამაყობ IWSC-ის მიერ ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების ინდუსტრიებთან ჩამოყალიბებული გრძელვადიანი პარტნიორობით და ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, შემოდგომაზე აჭარის რეგიონში ეს პროცესი გამეგრძელებინა. ქართული ღვინის აღორძინება კარგად მიმდინარეობს და ჩვენ გვიხარია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შევძელით ქართული ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების მიმართ უფრო მეტი ყურადღების მიპყრობაში წვლილის შეტანა,” კრისტელ გიბერი, IWSC-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მეორე წელია, რაც  მეღვინეებს ღვინის პროდუქციის გარდა, ჭაჭის, ბრენდისა და სხვა მაღალალკოჰოლური სასმელების კონკურსზე წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ.

„ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს: მრავალი სუპერმარკეტი, ღვინის მაღაზია და რესტორანი წარადგენს და აფართოებს საკუთარ თაროებზე ქართული ღვინის ასორტიმენტს. მეამაყება, რომ ჩვენი ჟიურის წევრები აჭარაში მივიღეთ. ვფიქრობ, შავი ზღვის ეს საინტერესო ტერუარი მალე, კახური ღვინოებთან ერთად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ქართული ღვინის ბაზარზე,"— სარა ებოტი, ღვინის მაგისტრი, IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი

„IWSC მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსია, რომელიც ცნობილია თავისი უმაღლესი შეფასების სტანდარტებითა და ჟიურის პროფესიონალიზმით. IWSC-ის საერთაშორისო კონკურსის საქართველოში ჩატარება ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო აღიარება როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ კონკურსი საქართველოში ტრადიციად იქცა, მიუთითებს, რომ დიდია ინტერესი და ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ IWSC-ის მხრიდან, ასევე ქართული ღვინის ინდუსტრიის მხრიდან კონკურსის მიმართ. მეწარმეებისთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა ახალი პარტნიორების მოსაზიდად და ექსპორტის გასაზრდელად,“ - აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

“5 ოქრო - 4 ღვინის, ხოლო 1 სიპრტინი სასმელების კატეგორიაში, ეს საკმაოდ,  დიდი წარმატებაა ჩვენთვის. წელს უკვე მესამედ ვმონაწილეობდით კონკურსში და ასეთი წარმატება საკამაოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ როცა შენს პროდუქტს ასეთი გამოცდილი ექსპერტები აფასებენ, “ -  აღნიშნავს „მილდიანის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი.

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia კონკურსის საზეიმო დაჯილდოებას აჭარამ 28 ნოემბერს უმასპინძლა. IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia, შედეგები კი, 2 დეკემბერს IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება

შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს : https://iwsc.net/

 ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia  გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი,  სპონსორები: მეღვინეობა თელიანი ველი, ბოლერო, ნაბერაული

პარტნიორები: თავადური ბათუმი, იმერული ღვინის ასოციაცია

მხარდამჭერები: ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur

 

 

გამოგვყევით