logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილს ძველი იერუსალიმის ისტორიულ უბანში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრმა უმასპინძლა

დავით სონღულაშვილს ძველი იერუსალიმის ისტორიულ უბანში სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრმა უმასპინძლა

1764667971

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის ისტორიული უბნის გაცნობა ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრის, ავი დიხტერის ინიციატივით და ორგანიზებით მოხდა.

ქართული დელეგაციის წევრებმა ის უნიკალური ისტორიული ადგილები დაათვალიერეს, რომლებიც მსოფლიო კულტურისთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენს; მოინახულეს გოდების კედელი და მისი მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ბოლო პერიოდში რიგი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები დაფიქსირდა და ამჟამად ინტენსიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ისრაელის მხარეს გულთბილი მიღებისა და უნიკალური მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობისთვის.

ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველო-ისრაელის პარტნიორობის გაღრმავებას სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებებით; ასევე,  შესაბამის სექტორებში გამოცდილების გაზიარებას.

 

გამოგვყევით