logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ისრაელის გამოცდილება და ინოვაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს აგროტექნოლოგიური სექტორის განვითარებისთვის"

"ისრაელის გამოცდილება და ინოვაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს აგროტექნოლოგიური სექტორის განვითარებისთვის"

1764663253

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის და ეკონომიკური კომიტეტის  ხელმძღვანელს, დავით ბიტანს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დავით ბიტანს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავებაში მისი მრავალწლიანი, აქტიური წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ორივე ქვეყნისთვის ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების მიმართულებით. განხილული იყო ვაჭრობისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების და აგროსასურსათო პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების საკითხი.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ისრაელის გამოცდილება და ინოვაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს აგროტექნოლოგიური სექტორისა და მაღალი ღირებულების კულტურების განვითარებისთვის.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქნესეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და დავით ბიტანი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. მისი თქმით, საპასუხო ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო–ისრაელის სექტორული პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლას.

შეხვედრას, დავით სონღულაშვილთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.

გამოგვყევით