logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო პროცესს გაეცნენ

1765104153

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის ლექტორები და აგრონომიული მიმართულების სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ. სტუდენტები ცენტრის სხვადასხვა მიმართულების საქმიანობას გაეცნენ, დაათვალიერეს მცენარეთა მიკროკოლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვიროსო სარგავი მასალის ლაბორატორია, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის ლაბორატორია, მრავალწლოვანი კულტურების სანერგე მეურნეობა, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.

ვიზიტის ფარგლებში, სპეციალისტებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია ნიადაგისა და მცენარეთა კვლევის აქტუალურ საკითხებზე, ცენტრის საქმიანობაზე ქართული გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2021 წლიდან მოქმედებს, აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარება და სამეცნიერო გამოცდილების გაღრმავება. ვიზიტი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

გამოგვყევით