დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
"Airbnb-ის მონაცემებით, იანვარში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დატვირთვის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს, ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, საერთაშორისო პლატფორმის კვლევით თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა წინა წელთან შედარებით 6.4%-ით მეტია.
2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თბილისში - 5,167,"-აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.