logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ისლანდიას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

1740642626

"მიმდინარე წლის 26 თებერვალს, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში, საქართველოსა და ისლანდიის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი," -  ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, ხოლო ისლანდიის მხრიდან მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა მარტინ ეიოლფსონმა.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ისლანდიას შორის 2018 წელს დაიწყო. 2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში კი, მხარეთა მიერ განხორციელდა შეთანხმების პარაფირება.შეთანხმება უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის, რაც გაზრდის ავიაკომპანიების დაინტერესებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად, საქართველოსა და ისლანდიის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს და გამოხატეს მზაობა განაგრძონ აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით,"-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით