logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოში განთავსების საშუალებებში ვიზიტორთა დანახარჯები გაიზარდა - GNTA

საქართველოში განთავსების საშუალებებში ვიზიტორთა დანახარჯები გაიზარდა - GNTA

1740657780

2024 წელს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით,  განთავსების საშუალებებში, სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში საერთაშორისო ვიზიტორებმა 2023 წელთან შედარებით მეტი დახარჯეს.ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA)  ავრცელებს. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, საერთაშორისო ვიზიტორებმა განთავსების საშუალებებში დახარჯეს 4.8 მილიარდი ლარი, რაც სრული ხარჯების 33.7%-ს შეადგენს და 2%-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.

განთავსების საშუალებებში დანახარჯების ზრდასთან ერთად  2024 წელს,  საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდული მოცულობა - 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან 7.3%-ით მეტია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალშიც - მისი ოდენობა  963.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ზრდა 2023  წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 10.3%-ს შეადგენს.

გამოგვყევით