ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობების შესაქმნელად, "საქართველოს ბანკი" ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, "საქართველოს ბანკი" სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად გაიხსნა.
"ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის. თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა
და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge