logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 49 ფაქტი აღკვეთეს - ბოლო 1 თვის სტატისტიკა

სგპ "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის 49 ფაქტი აღკვეთეს - ბოლო 1 თვის სტატისტიკა

1793712866

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის შემოტანის 49 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 3 797 579 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 328 428 ლარი შეეფარდათ.

გამოგვყევით