logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Hamptons & Soles: ძვირადღირებული, ბრენდული ჩანთებისა და ფეხსაცმლის რესტავრაციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად 20%-ით გვეზრდება

საქართველოში ძვირადღირებული, ბრენდული ჩანთებისა და ფეხსაცმლის რესტავრაციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ამ სერვისზე მომუშავე კომპანია Hamptons & Soles-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ბაღოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, Hamptons & Soles-ის მომხმარებლების რიცხვი, ყოველწლიურად, 20%-ის ფარგლებში იმატებს.

„ჩვენმა კომპანიამ ოპერირება 8 წლის წინ დაიწყო და დღემდე, უკვე 20 ათასზე მეტი ძვირადღირებული ნივთისთვის გვაქვს რესტავრაცია ჩატარებული. ძირითადი მოთხოვნა ფეხსაცმლისა და ჩანთების რესტავრაციაზეა, თუმცა გვაქვს ხოლმე შეკვეთები მაგალითად - ავეჯის რესტავრაციაზეც“, - განმარტა ირაკლი ბაღოშვილმა.

მისივე თქმით, ნივთების პროფესიონალური რესტავრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება მეწაღის ტრადიციული სერვისებისგან. კერძოდ, ის მომსახურების გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის: მცირე ნაკაწრების რესტავრაციას, ფერების შეზავებას, მოვლას, დატენიანებას, რაც საბოლოო ჯამში, ახანგრძლივებს ნივთის სიცოცხლისუნარიანობას.

Hamptons & Soles-ის დამფუძნებელმა „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, რომ Hamptons & Soles იყოს არა მხოლოდ კომპანია, რომელიც ძვირად ღირებული ნივთების პროფესიონალურ მოვლასა და რესტავრაციას უზრუნველყოფს, არამედ გვინდა, რომ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, ხელს ვუწყობდეთ საქართველოში ხარისხიანი ნივთების მოვლის კულტურის განვითარებას. სწორედ ამისთვის, სულ მალე, YouTube არხზე დავიწყებთ საგანმანათლებლო პროექტს, სადაც ჩვენს მაყურებელს ვაჩვენებთ, როგორ უნდა მოუარონ სხვადასხვა ტიპის ტყავს, ზამშს, ნუბუკსა და სხვა დელიკატურ მასალებს. ასევე, ვასწავლით, თუ როგორ შეინახონ სწორად ძვირად ღირებული ფეხსაცმელი და ჩანთები და რა შეცდომებს უნდა აარიდონ თავი ყოველდღიური მოვლისას“, - განაცხადა ირაკლი ბაღოშვილმა.

შეგახსენებთ, ბრენდული ჩანთების, ფეხსაცმელებისა და ქურთუკების დელიკატური წმენდისა და რესტავრაციის კომპანია Hamptons & Soles ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით