logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-მა "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" თერჯოლაში დაიწყო

ComCom-მა "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" თერჯოლაში დაიწყო

1793687858

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების

კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამიზნე სოფლებია: ბროლიქედი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, თავასა, თუზი, კაკაბოური, ნავენახევი, ნაგარევი, სკანდე, ჩიხორი და ჭოგნარი. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48. 

გამოგვყევით