logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენი მიზანი, რომ "ქეშბექი" არსებობდეს, არ არის" - არჩილ გეგენავა

"ჩვენი მიზანი, რომ "ქეშბექი" არსებობდეს, არ არის" - არჩილ გეგენავა

1773662022

„ჩვენი პოლიტიკა არის, რომ რაც შეიძლება ეფექტურები ვიყოთ და ეფექტურობისკენ გვაქვს სწრაფვა. სოციალურ კალათაში შემავალ პროდუქტებზე თუ ვისაუბრებთ შემიძლია ვთქვა, რომ სულ შაქრის კატეგორიაში, ჩვენი ჯგუფის ფარგლებში ჯამურად, 4,6%-ია რაც გვაქვს მარჟა- განაცხადა „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, არჩილ გეგენავამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

გეგენავა მზაობას გამოთქვამს და მიესალმება ყველანაირ მიდგომას, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს და გამჭვირვალეს გახდის პროცესს.

„შეგვიძლია ამ „ქეშბექზე“ უსასრულოდ ვისაუბროთ, უბრალოდ ნამდვილად ფასწარმოქმნის ნაწილია. ჩვენი მიზანი ის, რომ "ქეშბექი" არსებობდეს, არ არის. ნეტ ფასზე გადასვლა ჩვენთვის არათუ პრობლემაა, პირიქით, გაამარტივებს. საბოლოო ჯამში ეს არაფერში გვჭირდება. ბუნებრივია გვესმის, რომ ეს პირდაპირ ფასზე არ იმოქმედებს, თუმცა გამჭვირვალობას გაამარტივებს, თვალნათლივ იქნება ყველაფერი, რომ ჯაჭვში შემავალ არცერთ მხარეს ექნება იმის საშუალება, რომ სპეკულაციურად რაღაცაზე ილაპარაკოს.

წლების განმავლობაში, დღეის ჩათვლით, უამრავ მომწოდებელთან გვაქვს მცდელობა, რომ საერთოდ უპირობო იყოს ჩვენი კონსიგნაცია, არაფერს იბრუნებდეს. ნებისმიერ რამეს, რომელიც ორ მხარეს შორის დაარეგულირებს, მოაწესრიგებს, გამჭვირვალეს გახდის პროცესს, ჩვენ ღია ვართ“- განაცხადა არჩილ გეგენავამ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.  დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.  

საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება. 

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.

გამოგვყევით