"ბიზნეს მედია კორპორაცია" ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წარმატებული ჰოლდინგია, რომელიც რამდენიმე
სხვადასხვა მედიასაშუალებას აერთიანებს, მათ შორისაა "ბიზნესპარტნიორი" , "აგროპარტნიორი", "ენერჯინიუსი", "ჯანდაცვა.ჯი", ინგლისურენოვანი
cbw.ge.
"ბიზნესპარტნიორი" "ბიზნეს მედია კორპორაციის" ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი ტელე-პროექტია ქართულ მედია
ბაზარზე, ის სხვადასხვა მედიაპროდუქტს ამზადებს, მათ შორისაა სატელევიზიო და რადიოგადაცემა
"ბიზნესპარტნიორი," ასევე ონლაინპლატფორმა ამავე სახელწოდებით.
Bp.ge-ს მკითხველს სთავაზობს ყოველდღიურ რეჟიმში განახლებულ ინფორმაციას საქართველოსა და ქვეყნის
ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკისა და ბიზნეს სიახლეეების შესახებ. ვებ-პლატფორმის გუნდი აუდიტორიას
აცნობს ბიზნესის შესახებ საინტერესო სიახლეებს, ინტერვიუებს ბიზნეს და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე
ადამიანებთან, მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მიმოხილვებს.
სატელევიზიო და რადიო გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" მაყურებელსა და მსმენელს აწვდის ამომწურავ და ობიექტურ
ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნეს აქტივობებზე.
ტელეგადაცემის პირველ ნაწილში მაყურებელი ეცნობა ბიზნესისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან სიახლეებს, მეორე
ნაწილში კი, წამყვანები და თანაწამყვანები სტუმრებთან ერთად, დღისა და კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს
განიხილავენ და აფასებენ.