logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

დუშეთის მუნიციპალიტეტში ორი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

1793001097

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ქვეშეთსა და საკრამულაში.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი ხელშეკრულება, ფონდმა, ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან
გააფორმა. მათი ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება ქვეშეთისა და საკრამულის სკოლების საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული სივრცეები და საინჟინრო ინფრასტრუქტურა.

"მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები. დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით