logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

საფრანგეთში არეულობების გამო, Carrefour-ის მოგება მცირდება

საფრანგეთში არეულობების გამო, Carrefour-ის მოგება მცირდება

1792570860

საცალო ვაჭრობის გიგანტმა Carrefour-მა წლიური ფინანსური პროგნოზი შეამცირა. Reuters-ის ცნობით, კომპანიამ მიზეზად საფრანგეთში შექმნილი „უპრეცედენტო ვითარება“ დაასახელა - არეულობებმა, ძარცვამ და კომენდანტის საათმა ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მაღაზიების ფუნქციონირება შეაფერხა.

კომპანიის შეფასებით, შექმნილი კრიზისის შედეგად საოპერაციო მოგება, შესაძლოა, 80-დან 200 მილიონ ევრომდე შემცირდეს.

Carrefour-ი მოვლენების შედეგად სერიოზულად დაზარალდა. პროტესტის პირველივე დღეს ზიანი მიადგა დაახლოებით 50 მაღაზიას, რომელთა დიდი ნაწილი გაიძარცვა, რამაც კომპანიას საგრძნობი ფინანსური ზარალი მიაყენა. შექმნილი ვითარების ფონზე, Carrefour-ის აღმასრულებელი დირექტორი მომავალი საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ზომების მკაცრად გამკაცრებას ითხოვს.

არსებული გამოწვევების გამო, Carrefour-ი საფრანგეთში ინვესტიციების შემცირებასაც გეგმავს. კერძოდ, კომპანიამ წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი 1.7 მილიარდი ევროდან 1.6 მილიარდ ევრომდე შეამცირა.

ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო ტალღა საწვავის ფასების მატებითა და ცხოვრების გაძვირებით დაიწყო, რასაც განათლების სექტორისა და სოციალური ბიუჯეტის შემცირების გამო სტუდენტებისა და პროფკავშირების მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები მოგვიანებით მასობრივ არეულობაში, მაღაზიების ძარცვასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა.

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით