logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Nike ჩინეთში პროდუქციის წარმოებას გეგმავს

Nike ჩინეთში პროდუქციის წარმოებას გეგმავს

1795686387

Nike-ის ჩინეთის რეგიონის გენერალურმა მენეჯერმა, კეტი სპარკსმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია 2030 წლისთვის Nike Sportswear-ისა და Jordan-ის ხაზებში პროდუქციის 50%-ის ადგილობრივად შექმნას აპირებს. კომპანიის მიზანია, ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენცია შეაჩეროს.

„ჩინეთში ჩვენი თანამშრომლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ გლობალურ გუნდთან, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ იმ სპეციფიკურ სტილისტურ მოთხოვნებს, რომლებიც ჩინეთის ბაზარზე იკვეთება“, — განაცხადა სპარკსმა, რომელიც Nike-ის ჩინეთის ბიზნესის ხელმძღვანელად მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა.

ეს გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის ხელმძღვანელობის უფრო ფართო სტრატეგიას, რომელიც მსოფლიოს საკვანძო რეგიონებში პროდუქციის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირებას გულისხმობს.

მიმდინარე წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ჩინეთის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უშუალოდ ადგილობრივი პროდუქციის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი. ამ ნაბიჯით Nike-მა აღიარა კრიტიკა, რომლის მიხედვითაც კომპანია კონკურენტებს ჩამორჩებოდა ისეთი პროდუქტების შექმნაში, რომლებიც ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნებსა და გემოვნებას შეესაბამება.

შედარებისთვის, კონკურენტმა Adidas-მა, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე ზრდის ტემპის აღდგენა შეძლო, 2026 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩინეთში გაყიდული პროდუქციის ასორტიმენტის დაახლოებით 60% ადგილობრივად შექმნილ დიზაინს ეფუძნება.

თამთა ცერცვაძე 

გამოგვყევით