Reuters-ის ცნობით, მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 6%-ით შემცირდა და 30.4 მილიარდი ევრო შეადგინა. კლების ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთში გაყიდვების შემცირებაა.
მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, BMW-ის გაყიდვები ჩინეთში 22%-ით შემცირდა. კომპანიის განცხადებით, ეს კლება ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე არსებულ საერთო დაღმასვლას შეესაბამება.
ჩინეთი მსოფლიოში ავტომობილების უდიდესი ბაზარია, სადაც დასავლური ავტომწარმოებლები ადგილობრივ კონკურენტებს , რომლებიც უფრო დაბალ ფასად აწარმოებენ ავტომობილებს , კონკურენციას ვეღარ უწევენ.
თამთა ცერცვაძე
ფოტო: Reuters