logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ავთანდილ კასრაძე: სინგაპურში ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა დიდი ინტერესი გამოიწვია

ავთანდილ კასრაძე: სინგაპურში ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა დიდი ინტერესი გამოიწვია

1793356342

საქართველო სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულზე წელს პირველად იყო წარმოდგენილი, ეროვნული პავილიონით – „StartUP in Georgia“. ღონისძიებაში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით ხუთი ქართული სტარტაპი მონაწილეობდა.

როგორც GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, საქართველოს მონაწილეობამ ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემისა და სტარტაპ სექტორის მიმართ საერთაშორისო ინტერესი აჩვენა.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობს. მათ შორის, ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის მექანიზმს, საერთაშორისო აქსელერატორებზე წვდომას, ასევე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, როგორც საგრანტო, ისე ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით", - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

სინგაპურში ქართულ პავილიონში მონაწილეობდნენ სტარტაპები Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester.

"დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა. დარწმუნებული ვარ, სინგაპური და, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი ჩვენი სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობების წყარო გახდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას", - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული ყოველწლიურად 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 ათასზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

გამოგვყევით