"23 ოქტომბერი სემეკის დაარსების დღეა,"- ამის შესახებ ინფორმაციას სემეკის ხელმძევანელი დავით ნარმანია სოციალურ ქსელში წერს.
"ვულოცავ სემეკის ყველა მოქმედ და ყოფილ თანამშრომელს ამ მნიშვნელოვან თარიღს.
1997 წლის 23 ოქტომბერს ხელი მოეწერა ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პირველი აპარატის ჩამოყალიბებას და განისაზღვრნენ ის პირები, რომლებსაც უნდა შეექმნათ მარეგულირებელი კომისია და შეესრულებინათ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები. 29 წლის განმავლობაში კომისიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეგულირებადი სექტორების განვითარებაში, მათი გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და სამართლიანი რეგულირების უზრუნველყოფაში.
კომისიის საქმიანობის საფუძველია დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და საჯაროობა, ხოლო ჩვენი მთავარი ღირებულება პროფესიონალიზმსა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული საქმიანობაა.
ჩემი და ჩემი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას, ლიცენზიატ კომპანიას, ორგანიზაციას, ექსპერტს, მედიას სემეკთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,"- წერს ნარმანია