ქართული იურიდიული ტექნოლოგიების კომპანია Lawformer-ი საერთაშორისო საბანკო და ფინანსური ჯგუფის, Investec-ის პრესტიჟული გლობალური ჯილდოს (ESEYs - Early-Stage Entrepreneur of the Year Awards) კატეგორიაში The Future of Enterprise მსოფლიოს TOP-25 კომპანიას შორის დასახელდა.
Lawformer-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ღუღუნიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით 25 კომპანიას შორის შერჩევა გუნდის, პროდუქტისა და ბიზნესხედვის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
"მხოლოდ იურიდიული ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე 1 416-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. აღნიშნულ სიაში მოხვედრა კი მიუთითებს, რომ მის პროდუქტს შეუძლია იურისტების ყოველდღიური სამუშაო პროცესების გამარტივება და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებაზე გავლენის მოხდენა,"- ამბობს გიორგი ღუღუნიშვილი.
Lawformer ქართული პლატფორმაა, რომელიც სილიკონ ველიზე ოპერირებს და იურიდიულ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ ხელოვნური ინტელექტის სპეციალიზებულ აგენტებს ქმნის.