logo
Loading data...
1714633805
ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“. დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიეტუვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. აღნიშნულ პანელს მოდერატორობას ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მაი გაუწევს.ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სებ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება კამბოჯის ეროვნულ ბანკთან, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტთან და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობას ასევე მიიღებს „საქართველოს ბანკის“ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - ტექნოლოგიის როლი ინკლუზიური ფინანსების ხელშეწყობასა და კლიენტების მდგრადობის ხელშეწყობაში.გარდა ამისა, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრები სსფ-ს ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში, 2-დან 5 მაისამდე გაიმართება. წლიური შეხვედრის სლოგანია: „ხიდი მომავლისკენ“. ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური პანელური სესიები, პარალელური პანელური დისკუსიები და შეხვედრები. მაღალი დონის სესიების პანელებზე დისკუსიები გაიმართება გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თბილისი 68 ქვეყნის დელეგაციას და 4000-მდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება.წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიღებენ აზიის განვთრების ბანკის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

1714569240

1 აშშ დოლარი 2.6788 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6788 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6849 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8583 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0221 ლარი შეადგინა.

1714554249

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.ამასთან,  8 მაისს დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისს გაიმართება. ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 2024 წლის 11 მაისიდან უმასპინძლებს.

1714549786

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის N153 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება/გაზრდა არ მოხდება.აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებში (3-6 და 9 მაისს) საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური გაორმაგდება/გაიზრდება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილების შესაბამისად.2024 წლის 3 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას.ამასთან, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1714541100

ბიზნესის დაკრედიტების 41% ვაჭრობა & მშენებლობაზე მოდის

ბანკების ბიზნესსესხების პორტფელი ძირითადად ვაჭრობა-მომსახურების და მშენებლობის სექტორის დაკრედიტების ხარჯზე იზრდება, საცალო კი სამომხმარებლო კრედიტებით.სებ-ის სტატისტიკით, სხვა დარგების, მ.შ. ჰორეკა სექტორის დაფინანსება მცირედით არის გაზრდილი. სასტუმრო-რესტორნების დაკრედიტების მოცულობა, წლიურად 1.5 მლრდ ლარიდან, 1.78 მლრდ ლარამდეა მომატებული. ვაჭრობის დაფინანსება კი, წლიურად 1 მილიარდით  (+24% Y.Y), 5.2 მლრდ ლარამდეა გაზრდილი. საინვესტიციო ბანკირების ამბობენ, რომ სექტორი ინფლაციის (შიდა) კლების მთავარ მამუხრუჭებლად მიიჩნევა.სებ-ის ინფორმაციით, მშენებლობის დაკრედიტება Q1/2023-დან 30%-ზე მეტით არის გაზრდილი და Q1/2024-ისთვის 4.7 მლრდ ლარს შეადგენს. მრეწველობის  დაკრედიტების (₾4.4 მლრდ) წილი, იურიდიული პირებისთვის გაცემულ მთლიან სესხებში (₾24.09 მლრდ) 18.2%-ის ფარგლებშია. მასშია  გაერთიანებული ენერგეტიკის პორტფელი, რომლის წილი იურიდიული პირების დაბანდებაში 3.3%-ია.ვაჭრობის და მშენებლობის დაფინანსების ჯამური წილი კი, ბანკების კორპორაციულ პორტფელში, 41%-ია.

1714493547

Galt & Taggart-ი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart-ი 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას მოელის – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. „ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა 8.25%-მდე. არსებული დაბალი ინფლაციის გათვალისწინებითა და წითელი ზღვის კრიზისთან მიმართებით შემცირებული დაძაბულობის ფონზე, ჩვენ მოველით, რომ რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შემცირდება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.

1714488433

N5-ე პენიტენციური დაწესებულების ქალი მსჯავრდებულებისთვის ფინანსური განათლების ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სათანადო საბაზისო ცოდნის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგების ჩატარებას.ამ მიზნით, სებ-ის ფინანსური განათლების დეპარტამენტმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ერთობლივად პატიმარი ქალებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტირება, პირადი ბიუჯეტის მართვა, ხარჯებისა და შემოსავლების ბალანსი, ფინანსური უსაფრთხოება, როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან.დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა მსჯავრდებულებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთი ფინანსური პროდუქტების შესახებ, როგორიცაა სესხი, ანაბარი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და პროცენტის გაანგარიშება. ასევე რა უნდა ვიცოდეთ საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობისას:  ხელშეკრულების პირობების შედარება, საბანკო პროდუქტების შერჩევა და სხვა.ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ფინანსური უსაფრთხოების შესახებაც, მათ შორის გაეცნენ ფინანსური თაღლითობის ტიპებსა და მათ მახასიათებლებს.ტრენინგს 17 მონაწილე ესწრებოდა, დაწესებულების ბიბლიოთეკას ფინედუსგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები გადაეცა.

1714487163

1 აშშ დოლარი 2.6849 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6835 ლარი იყო.  დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8804 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8762 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0042 ლარი შეადგინა.

1714483157

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორ ლიზა რაიტს შეხვდა.შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.

1714480127

ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს მეუღლესთან ერთად ესტუმრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მაღალი რანგის სტუმარს დახვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს.აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-მდე ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით