სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 813.7 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 41.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
“აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა3 618.2 ათასი შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 428.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა (45.3 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.9 პროცენტი შეადგინა.
2026 წლის III კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 204.6 ათასი და 112.0 ათასი ვიზიტი.
2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.80 შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.90 ღამე) 1.3 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 97.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 835.2 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 15.8 პროცენტით გაიზარდა და 1 351.0 ლარი შეადგინა”,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.