საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს კიდევ ერთხელ ახსენებს პირადი გვერდის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დაგროვებითი პენსიის მართვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. "პირად გვერდზე შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ თქვენს საპენსიო დანაზოგს, ნახოთ დაგროვილი თანხა და გადაამოწმოთ, რომელი დამსაქმებლის მიერ რა ოდენობის შენატანი განხორციელდა თქვენს სახელზე თვეებისა და წლების მიხედვით. დაგროვილი თანხის საერთო მოცულობის ნახვა ასევე შესაძლებელია
ბანკის მობილური აპლიკაციის საშუალებით. პირადი გვერდი მხოლოდ ინფორმაციის მიღებას არ ემსახურება. ელექტრონული ხელმოწერისა და შესაბამისი მოწყობილობის მფლობელებს შეუძლიათ დისტანციურად გაააქტიურონ პირადი გვერდი, აირჩიონ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, მიიღონ საჭირო ცნობები და ელექტრონულად გააგზავნონ
მოთხოვნა პენსიის დანიშვნის შესახებ. პირადი გვერდის გააქტიურება მარტივი პროცესია. თუ პირველადი პაროლი ჯერ არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდს მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას N14, ან ეწვიოთ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს ქვეყნის მასშტაბით. ერთჯერადი ვიზიტის შემდეგ, სულ რამდენიმე
წუთში, თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება საპენსიო სქემის ყველა ძირითადი სერვისი."- ინფორმაციას ვეცნობით საქართველოს საპენსიო ფონდის ვიდეოანიმაციაში. აქვე შეგახსენებთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად და თქვენი საპენსიო დანაზოგის ეფექტიანად სამართავად, ისარგებლეთ პირადი გვერდით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ საქართველოს საპენსიო ფონდის ცხელ ხაზზე 1480.
Ბმული : https://we.tl/t-x7ceBdtzo4W2Y5Zn