logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"Adidas-ის აქციები ბირჟაზე მკვეთრად გაიზარდა" - Reuters

"Adidas-ის აქციები ბირჟაზე მკვეთრად გაიზარდა" - Reuters

1792769520

გერმანული სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებლის, Adidas-ის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას 3.3%-ით გაიზარდა. ზრდის მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ მესამე კვარტლის ძლიერი ფინანსური შედეგები და 2026 წლის პროგნოზის გაუმჯობესება გახდა.

Reuters-ის ცნობით, კომპანიამ წინასწარი ფინანსური შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საოპერაციო მოგება მოსალოდნელზე დაახლოებით 100 მილიონი ევროთი (112 მილიონი დოლარით) მეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი არ ითვალისწინებს აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული 200 მილიონი ევროს ოდენობის თანხის დაბრუნებას, რომელიც კომპანიამ მესამე კვარტალში აღრიცხა.

ტარიფებთან დაკავშირებული თანხის დაბრუნებისა და მეოთხე კვარტალში დაგეგმილი 100 მილიონი ევროს რეინვესტირების გათვალისწინებით, Adidas-ი წლიურ საოპერაციო მოგებას 2.5 მილიარდ ევროს პროგნოზირებს (ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 2.3 მილიარდი ევროსა).

J.P. Morgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ტარიფების გავლენის გამორიცხვის შემდეგ, Adidas-ის კვარტალურმა მთლიანმა მოგებამ ბაზრის მოლოდინებს 2%-ით, ხოლო საოპერაციო მოგებამ 9%-ით გადააჭარბა. ექსპერტების შეფასებით, პროგნოზის მოულოდნელმა განახლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რთული საბაზრო გარემოს მიუხედავად, კომპანია ბაზრის წილის ზრდასა და მაღალი მომგებიანობის შენარჩუნებას წარმატებით ახერხებს.

თამთა ცერცვაძე 

ფოტო: Reuters

გამოგვყევით