logo
Loading data...
1714733820
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.„ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია ნაწარმოები”, - განაცხადა კახა კალაძემ.ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

1714129381

ირაკლი ქარსელაძე- თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი

,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილ მონაკვეთებზე, რომლებიც მთლიანად რიკოთის მონაკვეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებაში გარდამტეხ როლს შეიტანენ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.,,ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც მიიღეს ქართველმა სპეციალისტებმა, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში.,,სამი დღის წინ, ჩვენ ისტორიული ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დავასრულეთ. წინ კიდევ ბევრი მასშტაბური და წარმატებული პროექტებია. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ გზას ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას უკეთესი საქართველოს მომავლისთვის“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

1714128143

"ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვანი ნაწილია იმ დიდი პროექტისა, რასაც ჰქვია - საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა"

"მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია - საუკუნის პროექტი - რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე.მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზა.მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში, ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე განტვირთავს ეს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და, ეტაპობრივად, დასრულდება ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი.მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანსევროპული ქსელის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე, ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის,“-  განაცხადა პრემიერმა.რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.

1714126107

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტმანეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან  და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი,  მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.  პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.

1714118937

"საქართველოს მელიორაცია" ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს

„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს  ახორციელებს.  პროექტი, რომლის ღირებულებაც 3,8 მლნ ლარზე მეტია, 14 კილომეტრამდე სიგრძის  სრულიად ახალი, დახურული ქსელის და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებს.  სამუშაოების განხორციელების შედეგად,  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანის 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  მოირწყვება.  შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი  ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში, 2012 წლიდან, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 71,3 მლნ ლარი.  შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია დამატებით24 120 ჰექტარი მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება  13 320 ჰექტარზე გაუმჯობესდა, ხოლო დაშრობილი მიწის ფართის რაოდენობაა 8725 ჰექტარი. 

1714036057

სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება - ბიუჯეტი ₾8 მლნ-ია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.„ე.წ. ზეემკას დასახლებაში, დაახლოებით 4 ჰექტარზე მოეწყობა პარკი. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე, სადაც ძირითადად ავტოფარეხები იყო. 80 ავტოფარეხი დაიშალა ამ პროექტის განხორციელების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო  ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს პროექტი, პირველ რიგში, მათთვის კეთდება, რომ ჰქონდეთ სივრცე, სადაც მათი შვილები, შვილიშვილები და თვითონაც დაისვენებენ, განიტვირთებიან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და მოხარული ვარ, რომ ამ დასახლებაში ასეთი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატი რევაზ სოხაძე.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და სასეირნო ბილიკები, ასევე განთავსდება ფანჩატურები. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის  დასრულება 2025 წლის ზაფხულში იგეგმება.

1713875731

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე,  7 730 მ-ზეა გაჭრილი.ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონისგზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას  მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება.ახალი გზა არა მხოლოდ ამცირებს მგზავრობის დროს და გვთავაზობს საიმედო გადაადგილების მარშრუტს, არამედ აუმჯობესებს კავშირებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებს და მთის სოფლებს შორის. პროექტი იქონიებს დიდ სოციალურ ეფექტს იმ ათი სოფლისთვის, რომელთა მოსახლეობა რამდენიმე თვის განმავლობაში საგზაო კავშირის გარეშე რჩებოდა და არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო, საგანმანათლებლო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურებებზე. ახალი გზა გადაჭრის ზამთრის პერიოდში სატრანზიტო მოძრაობის ხშირი შეზღუდვების პრობლემასაც.ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

1713874545

"ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში გარესამყაროსთან კავშირს შეინარჩუნებს"

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი  შრომისა და  დიდი ძალისხმევის  შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა  არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება  და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი  ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და  მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“-ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.მან აღნიშნა, რომ პროექტი, ასევე უმნიშვნელოვანესია საინჟინრო თვალსაზრისით, სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული გვირაბის საბურღი დანადგარით- TBM-ით,  კლდოვან ქანებში გამოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გრძელი, 9 კილომეტრიანი და 15 მეტრის დიამეტრის სატრანსპორტო გვირაბი. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე,  7 730 მ-ზეა გაჭრილი.მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტზე მომუშავე  განვითარების პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკის, ასევე  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, კონტრაქტორი და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს.  ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას. საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

1713873428

"ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9კმ-იანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას"

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.„დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით. არის 10 სოფელი, რომელიც უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1713872793

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრივატიზება არ განიხილება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პრივატიზება ამ ეტაპზე არ განიხილება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განუცხადა, სახელმწიფო გეგმავს კომპანია უფრო მეტად გააძლიეროს.„ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქისა და სოფლისათვის იყოს ხელმისაწვდომი წყალი და ეს იქნება ეტაპობრივი - დაგეგმილია, რომ 2025 წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქებისთვის იყოს ხელმისაწვდომობა, ხოლო 2030 წლისთვის, უკვე დასახლებების დონეზე. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს სასმელი წყალი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაძლიერდეს კომპანია, როგორც მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე, დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთის ზრდის მიმართულებით.როდესაც ჩვენ კომპანიის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორიები ჰქონდეს ოპერირებისთვის. ამ ეტაპისთვის განიხილება, რომ ზოგადად, მაქსიმალურად გაძლიერდეს კომპანია, იყოს მდგრადი და შესაძლებლობა ჰქონდეს მაქსიმალურად მეტი ქალაქი დაფაროს. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, არაფერი არ განიხილება“ - აცხადებს მზია გიორგობიანი.მისივე თქმით, კომპანია მომავალში, როგორც სახელმწიფოს 100%-იან წილობრივ საკუთრებაში არსებული საწარმო, ზოგადად, ერთიან ხედვაში მოექცევა.„წყალმომარაგების კომპანია“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ბიუჯეტიდან სუბსიდირდება. ის ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც პროგრამებს და პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კომპანია ამ დროისთვის ქვეყნის 48 ქალაქში ოპერირებს და 3 მლრდ-ის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებს ახორციელებს.

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით