CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში Wendy’s-ის გაყიდვები 5.7%-ით შემცირდა. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე გავლენას ახდენს საქონლის ხორცის გაძვირება და ფაქტი, რომ დაბალფასიანი შეთავაზებები მომხმარებლების მოზიდვას ვერ ახერხებს. კომპანიის შედეგები მის მთავარ კონკურენტებს ჩამორჩება: McDonald’s-ის გაყიდვები 0.2%-ით შემცირდა, ხოლო Burger King-მა 8.4%-იანი ზრდა აჩვენა.
Wendy’s-მა მრავალწლიანი გარდაქმნის გეგმა წარადგინა, სახელწოდებით - Dave’s Way, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის, დეივ თომასის სახელს უკავშირდება. გეგმა ითვალისწინებს საკვების ხარისხის გაუმჯობესებას, მარკეტინგის გაძლიერებასა და მიტანის სერვისის გაფართოებას.
Wendy’s-ის ახალი გეგმა საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 2027 წელს კომპანია მომხმარებლებს სრულად განახლებულ მენიუს შესთავაზებს. მენიუდან ამოიღებენ ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც მოთხოვნა დაბალია და რომლებიც სამზარეულოს მუშაობას ართულებს.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Wendy’s-მა აშშ-ში არსებული 6 000 რესტორნიდან თითქმის 300 დახურა. გადაწყვეტილება მუდმივად დაბალი შედეგების მქონე ობიექტებს შეეხო.
თამთა ცერცვაძე