logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

ბექა ქემერტელიძე: ჩვენ ექსპანსიაზე ვართ გადასული

„ჩვენ ექსპანსიაზე ვართ გადასული. რეგიონის ქვეყნებში საკმაოდ მყარად ვართ წარმოდგენილი“, -  ამის შესახებ CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა ბექა ქემერტელიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, CityPay ამ ეტაპზე 3 ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა წლის ბოლოსთვის სტარტაპი საკუთარ სერვისს დამატებით 3 ქვეყანაში შეიტანს. ქვეყნების ჩამონათვალი გამოიყურება ასე: თურქეთი, საქართველო, უზბეკეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და მონღოლეთი.

„ჩვენი პრაქტიკა ასე აჩვენებს, რომ ამ ქვეყნებში არის საჭიროება და ერთგვარი ჩამორჩენა - ასე დავარქმევდი ამ ამბავს. ვხედავთ ნიშას, სადაც არ არის ეს ჩვენი სერვისები და შეგვიძლია შევიდეთ. ევროპის და ამერიკის ბაზარი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და აღმოსავლეთი და სამხრეთის მიმართულებით ვიყურებით, რადგან აქედან არის მოთხოვნა უფრო, ვიდრე დასავალეთიდან“, - განაცხადა ბექა ქემერტელიძემ.

შეგახსენებთ, CityPay.io - კრიპტო გადახდის მიღების პლატფორმაა, რომელიც პარტნიორ კომპანიებს საშუალებას აძლევს გადახდები მიიღონ სასურველ ვალუტაში კონვერტაციით.

გამოგვყევით