logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

თბილისის N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება

თბილისის N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება

1792741440

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებას იწყებს.

უწყების ცნობით, ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. პროექტის ფარგლებში, არსებული სკოლის ტერიტორიაზე ახალი, 450 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება.

"პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნები, შენობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. თბილისის N67 სკოლაში, პროექტის მიხედვით, მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები, კეთილმოეწყობა და გამწვანდება სკოლის ტერიტორია. სკოლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის მოთხოვნები",-აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოგვყევით