logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მომხმარებელმა პრემიუმ ნაძვის ხეების შეძენა ახალ წლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო" - Winter Time

საქართველოში პრემიუმ ხარისხის, დიზაინერულ ნაძვის ხეებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მწარმოებლებმა საახალწლო დეკორაციების რეალიზაცია უკვე დაიწყეს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ქართულ ბრენდ Winter Time-ში განუცხადეს, ბოლო წლებში, ბაზარი გაჯერებულია როგორც უცხოეთიდან იმპორტირებული, ისე ქართული დიზაინით - მათ მიერ შექმნილი ნაძვის ხეებით.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ნაძვის ხეების დიზაინი იქმნება საქართველოში, ხოლო შემდგომ, მზადდება ევროპაში, კერძოდ - პოლონეთში, უმაღლესი სტანდარტების საწარმოში, უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. ყოველ წელს, ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებული ნაძვის ხეები შევთავაზოთ. ნაძვის თითოეული მოდელი ფორმით, ფერითა და სტრუქტურით ისეთია, რომ ანალოგს ვერსად ნახავთ. ყველა მოდელი, როგორც უკვე გითხარით, სრულად ევროპაში იწარმოება, ხელით შესრულებული დეტალიზაციით, რაც ნაძვს რეალურ ტექსტურასა და პრემიუმ იერს სძენს“, - განაცხადეს Winter Time-ის დამფუძნებლებმა, შალვა ბაბილუამ და ნინო შენგელიამ.

მათივე ინფორმაციით, Winter Time-ის 2027 წლის კოლექციაც ამ ორიგინალურობით გამოირჩევა. წელს კომპანიამ მომხმარებელს 10 უნიკალური მოდელი შესთავაზა, რომლებსაც უიშვიათესი ძველი ქართული სახელები შეურჩია: ნარნარი, მალალი, ალმური, მარმენიო, ნიში, აქატე, აზიზი, ბუნი, სამე და კდემა.

„რამდენიმე დღეა, რაც შოურუმი გავხსენით და წლევანდელი სეზონის ნაძვის ხეების რეალიზაცია დავიწყეთ. წელს, ყველაზე გამორჩეული მოდელი - სამეა, რომელიც ჩვენს შოურუმში მოსული მყიდველის გამორჩეულ ინტერესს იწვევს. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში, პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეების გაყიდვები იმაზე გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე ადრე ხდებოდა. მომხმარებლები საახალწლოდ თადარიგს უკვე რამდენიმე თვით ადრე იჭერენ, რადგან იციან, რომ პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეების მარაგები მალე იწურება“, - განმარტეს Winter Time-ის დამფუძნებლებმა.

მათივე თქმით, Winter Time-ში ნაძვის ხეების გაყიდვები ოქტომბრის ბოლოდან აქტიურდება, პიკს კი - ნოემბრის ბოლოსთვის აღწევს.

ცნობისთვის, ბრენდი - Winter Time ნინო შენგელიამ და შალვა ბაბილუამ 6 წლის წინ დააფუძნეს. აქედან, ბოლო 3 წელია პროდუქცია კომპანიის ექსკლუზიური დიზაინით მზადდება. Winter Time ნედლეულს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არჩევს და პოლონეთში აგზავნის, სადაც პროდუქციის საბოლოო წარმოება მიმდინარეობს.

გამოგვყევით