logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა ₾273.8 მლნ შეადგინა

საქსტატი: 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა ₾273.8 მლნ შეადგინა

1792568520

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 273.8 მლნ. ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები (67.0 პროცენტი) შეადგენდა, ხოლო 33.0 პროცენტს - ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები.

მათივე ცნობით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 76.8 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 70.3 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდიოდა, 29.7 პროცენტი კი – ადგილობრივ გზავნილებზე.

"საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 17.3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდიოდა, რომლის 57.8 პროცენტი საერთაშორისო იყო, ხოლო 42.2 პროცენტი – ადგილობრივი. საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებულმა საწარმოებმა 2025 წლის განმავლობაში
გააგზავნეს 16.4 მილიონი ამანათი და 7.0 მილიონი წერილობითი კორესპონდენცია.

2025 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 4.6 ათასს და მათ შორის 1.8 ათასი იყო კურიერი და ფოსტალიონი",-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით