logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

"ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

1792575068

ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 898 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 189 715 ლარი შეადგინა.

5 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 8 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 82 714 ლარის ოდენობით შეეფარდა.

გამოგვყევით