logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"საერთაშორისო ბაზარზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $104-ს აჭარბებს" - Reuters

"საერთაშორისო ბაზარზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $104-ს აჭარბებს" - Reuters

1791461940

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 104 დოლარს აჭარბებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ფასების ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიწოდების რისკები, ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე გახშირებული თავდასხმები და ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვების შემცირება განაპირობებს. 

ამ ვითარების ფონზე, ცვლილება უკვე ქართულ საცალო ბაზარზეც აისახა. გასულ დღესთან შედარებით, ბენზინის ფასი რიგ შემთხვევაში 2%-მდე, დიზელის კი 2,5%-მდე გაიზარდა. ყველაზე მკვეთრი ცვლილება დიზელის კატეგორიაშია.

ამ ფონზე, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ნავთობის სტრატეგიული მარაგების ბაზარზე გამოშვებას აჩქარებს. სააგენტო გეგმავს დიზელის მიწოდების გაზრდასაც, რაც ბაზარზე დეფიციტის შემცირებას შეუწყობს ხელს. ნავთობის ფასების შემდგომი დინამიკა კი, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთში მიწოდების მდგომარეობასა და ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული.

ნია ბაკურაძე 



გამოგვყევით