logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"წელს გუდაურში ₾31 მლნ-ს ვხარჯავთ" - ლევან დარსალია

"წელს გუდაურში ₾31 მლნ-ს ვხარჯავთ" - ლევან დარსალია

1795009149

„ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობით ვქმნით პირობებს, რომ კურორტი უფრო კომფორტული, მიმზიდველი და მრავალფეროვანი გახდეს“, - განაცხადა ,,მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ გუდაურში 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბრისას.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტის მდგრადი განვითარებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისთვის გადამწყვეტია.

„განახლებული ინფრასტრუქტურა კურორტის გრძელვადიანი განვითარების მთავარი საფუძველია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ წელს გუდაურში 31 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ასევე, მომავალი წლებისთვისაც გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინვესტიციები“, - აცხადებს ლევან დარსალია.

გუდაურში სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს - საერთო სიგრძით 1 400 მეტრი - კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია, ხოლო „სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე 7,5 კმ მონაკვეთზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ეწყობა.

გამოგვყევით