კრიპტოვალუტების ფასების მორიგი ვარდნა. ციფრული აქტივები უფასურდება. ერთ კვირაში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 10 000 დოლარით, 64 ათას დოლარამდეა შემცირებული, რაც 13%-იან კლებას გულისხმობს. 11 ნოემბერს ბიტკოინის ფასი 74 500 დოლარს აჭარბებდა.
გაიაფებულია ეთერიუმიც. ბოლო შვიდ დღეში ამ კრიპტოვალუტის ფასი 200 დოლარით, 1800 დოლარამდე შემცირდა. ვარდნა ფიქსირდება სხვა მსხვილი კრიპტო აქტივების ფასებშიც. კლება საშუალოდ 15 პროცენტის ფარგლებშია.
რაც შეეხება ფასების შემცირების გამომწვევ მიზეზებს, კრიპტობაზრის კლება ინფლაციის ზრდის მოლოდინებმა, საპროცენტო განაკვეთების მატებამ და Nvidia-ს გარშემო არსებულმა სკანდალმა განაპირობა. გასათვალისწინებელია, გასული თვის ბოლოს Binance-ზე კიბერშეტევაც, რამაც ბაზარზე გაურკვევლობა წარმოშვა.