ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიზუალის მზარდი გავრცელების პარალელურად, ბრენდებში ბუნებრივ და ხარისხიან ფოტო-ვიდეო კონტენტზე მოთხოვნა იზრდება. ამის შესახებ Sanoma Content Studio-ს თანადამფუძნებელი მარიამ კაციაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, კომპანიას ყველაზე ხშირად სამშენებლო, სამედიცინო და ესთეტიკური კლინიკები, ასევე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ.
"Sanoma Content Studio ბიზნესებს პროდუქტის, მომსახურებისა და ახალი პროექტების მომხმარებლისთვის უკეთ გაცნობაში ეხმარება. კონტენტის შექმნა წინასწარ, ბრენდის ბიზნესმიზნების გათვალისწინებით იგეგმება. რეგულარული ფოტო-ვიდეო კონტენტი ბრენდის ცნობადობის ზრდასა და გაყიდვებს უწყობს ხელს. ამასთან, ვიზუალური კომუნიკაცია მომხმარებელს კომპანიის საქმიანობის, გუნდისა და მომსახურების ხარისხის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის, რაც ნდობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია,"- ამბობს მარიამ კაციაშვილი.
კომპანია დაახლოებით 2 წელია ბაზარზე გამოჩნდა და ბიზნესებს ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში ეხმარება. მათი სერვისები მოიცავს, კონტენტის რეგულარული წარმოებას, ფოტო და ვიდეო გადაღებას, დრონით გადაღებას, ვიდეო მონტაჟს, კონტენტის აუდიტსა და კონსულტაციას, ასევე სოციალური ქსელებისა და გაყიდვების არხების მართვას.