„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ახალგაზრდების და ბავშვებისთვის ხელის შეწყობაა“, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან დარსალიამ აღნიშნა, სწორედ ამიტომ მთის კურორტებზე ბავშვებისთვის50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ამასთან, მისი თქმით, სპორტსკოლებისთვის სხვა ტარიფია განსაზღვრული.
„მთავარია, ბავშვებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემა, რომ ისრიალონ, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს იყო გუდაურში ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ახალბედებისთვის სნოუპარკის დამწყებების არეალის განვითარება. ბავშვებზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება. სპორტსკოლებისთვის ჩვენ განვსაზღვრეთ სხვა, განსაკუთრებული ტარიფი. შესაბამისად, სპორტსკოლებს რამდენიმე დღის წინ წერილობითაც ეცნობათ ამის შესახებ - 25 ლარი არის დაწესებული, სტანდარტული 50%-იანი ფასდაკლებისგან განსხვავებით, იმოქმედებს დღიური 25 ლარიანი ტარიფი“, - აღნიშნა ლევან დარსალიამ.